Показаны сообщения с ярлыком კულინარია Cooking. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком კულინარია Cooking. Показать все сообщения

1 мая 2013 г.

სააღდგომო წითელი კვერცხი


საჭირო ინგრედიენტი:
30ც. კვერხცი (სასურველია მკვრივი ნაჭუჭის და მუქი ფერის "სოფლის")
2-3 შეკვრა ენდრო (Modder)
5-10ც. წითელი ხახვის ფურცელი
1 ს.კ. მარილი
1 ს.კ. ძმარი
2 ლ. წყალი
მომზადების წესი:
1. კარგად გავრეცხოთ ენდრო და დავჭრათ წვრილად სეკატორით ან დავჩეჩქვოთ ქვასანაყით. ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ ხახვის ფურცლები,მარილი, წყალი და ძმარი ვადუღოთ 10-15 წუთი. სასურველია საღებავი ერთი დღით ადრე მომზადდეს კვერცხის შეღებვამდე რადგან ფერი კარგად დაჯდეს.
2. ცივ საღებავში ხის კოვზით სათითაოდ ჩავაწყოთ გარეცხილი კვერცხი. როცა ადუღდება განვაგრძოთ ხარშვა 20-25 წუთი.
3. მოხარშული კვერცხი სათითაოდ გადავიტანოთ ცივ წყალში 5 წუთით (ნაჭუჭი რომ ადვილად მოცილდეს).
4. გავამშრალოთ კვერცხი და ზეთიანი ბინტით (თუ ბამბით გააპრიალებთ ბამბის ბუსუსები რჩება კვერცხზე და მშრალი ხელსახოცით გაწმინდეთ) გავაპრიალოთ კვერცხი და ჩავალაგოთ ჯეჯილში ან შემოუწყვეთ პასკას გარშემო.


რჩევა: კვერცხი შეგიძლიათ მოხატოთ ან მორთოთ თქვენი გემოვნებით. ძველად გავრცელებული დეკორაცია იყო ნიახურის ფოთოლი რომელსაც შეღებვამდე უმაგრებდნენ კვერცხს ძაფის გადახვევით.

ქრისტე აღსდგა!



8 сент. 2012 г.

ქიშლორენი

 საჭირო ინგრედიენტი:
ცომი: ფქვილი 250გრ. 
კარაქი 150გრ.
კვერცხი 1ც. 
ნახევარი ლიმონის წვენი
მწიკვი მარილი 
შიგთავსი: ყველი 250გრ. ( გაუდა ან პარმეზანი ან ნაკლებ მარილიანი სულგუნი)
ლორი ან ბეკონი 200გრ
პრასი 1ან 2 მოზრდილი ძირი (პრასის ნაცვლად შესაძლოა ისპანახი)
კვერცხი 2ც
არაჟანი 100გრ
მწიკვი შავი წიწაკა, მარილი გემოვნებით.


მომზადების წესი: 
1. დარბილებული კარაქი, მარილი და ფქვილი აურიოთ ერთმანეთში ისე რომ არ აიზილოს და იბნეოდეს საფანელივით. დავამატოთ ლიმონის წვენი და კვერცხი. მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი. დავასვენოთ 30 წუთი მაცივარში. 

2. გახეხილი ყველი, სიგრძეზე დაჭრილი ლორი ან ბეკონი, წვრილად დაჭრილი პრასი, კვერცხი და არაჟანი (შ.წიწაკა და მარილი) აურიოთ ერთმანეთში.

3. დასვენებული ცომი გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ ტარტის ფორმაში ან უბრალოდ მრგვალ ფორმაში. გვერდები ანუ ცომი ბოლოებით თითით დაუმრგვალეთ სილამაზისთვი. ტარტის ფორმას არ დაჭირდება გვერდების დამრგვალება მას ისედას აქვს თავისი სიმრგვალეები. დავხვრიტოთ ჩანგლით რომ ცხობისას ჰაერმა გაიაროს და არ დაიბურცოს ცომი. 

4. გამზადებულ ცომში მოვათავსოთ შიგთავსი და გადავანაწილოთ თანაბრად.
5. შევდგათ ცხელ ჰაერღუმელში და ვაცხობთ 30 წითი 250 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით. 



10 апр. 2012 г.

სააღდგომო პასკა




საჭირო ინგრედიენტები:
500 მლ. რძე
5 კვერცხი
2 ჭიქა შაქარი
200 გრ კარაქი
1 კგ. ფქვილი
200 გრ. ქიშმიში
1ჩ.კ დროჟი
სანელებლები: მუსკატის კაკალი, ილი, ვანილი, ლიმონის ცედრა (კანი), ცუკატები გემოვნებით.

მომზადების წესი:
1. თბილი რძე, დროჟი, მარილი შეურიოთ 1-2 ჭიქა ფქვილი, რომ ერთიანი თხელი მასა გახდეს. დავდგამთ თბილ ადგილას და 1 საათი გავაჩერებთ რომ საფუარი ამოვიდეს.


2. ცალკე ჯამში ჩავყაროთ შაქარი და კვერცხი, გავთქვიფოთ მსუბუქად (გოგლიმოგლივით გათეთრება არ არის საჭირო) დავუმატოთ ვანილი და სანელებლები. 

3. კვერცხის და შაქრის ნარევი ჩავასხათ წინასწარ მომზადებულ და ამოსულ საფუარში. მოურიოთ, დავამატოთ დარჩენილი ფქვილი, კარგად მოვცომოთ ხელით ან მიქსერით (სპეციალური ცომის ჩხირებით). შესქელებულ მასას დავასხათ გამდნარი და გაგრილებული კარაქი ასევე წინასწარ გარეცხილი ქიშმიში და ცუკატები. განვარგძოთ ცომის ზელვა. როცა მივიღებთ ერთიან მასას და ხელზე აღარ მოგვეკრობა ცომი დავდგათ თბილ ადგილას.
თავზე დავახუროთ, რომ ცომი არ გამოშრეს და არ გაცივდეს.
1-2 საათი. ოთახის ტემპერატურა სასურველია იყოს 25გრადუსი.


4. ამოსული ცომი გავანაწილოთ, გავაკეთოთ პატარა გუნდები და ჩავდოთ ცხიმწასმულ და ძირზე ქაღალდ დაფენილ ფორმებში. ისევ გავაჩეროთ ცომი მხოლოდ ახლა უკვე ფორმაში, 1საათით.
ამოსული ცომი მზად არის გამოსაცხობად. გადაუსვათ თავზე კვერცხის ნარევი ბზინვარებისთვის. გნებავთ თავზე მოაყარეთ ფერადი შაქრები, ან ნოგოზი. შედგით გამოსაცხობად დაბალ ცეცხლზე, 100 გრადუსზე და ვაცხობთ 40 წუთი.

5. გამომცხვარი პასკა ფრთხილად გადმოვიღოთ ფორმიდან. რომ გაცივდება მოაყარეთ შაქრის პუდრი ან დაასხით თეთრი ან ფერადი მინანქარი. გააფორმეთ მარციპანით თქვენი გემოვნებით.




რჩევა:
*ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.
* თავზე წასასმელ კვერცხის გულს დაუმატეთ 1ს.კოვზი წყალი, 1ჩ.კ. ზეთი და მწიკვი შაქარი.
* ფორმად შეგიძლიათ გამოიყენოთ რკინის რძის ყუთები.
































დალი დვალის რეცეპტებიდან

27 февр. 2009 г.

ხაჭოს ხაჭაპური










საჭირო ინგრედიენტები
400 გრ. ხაჭო;
200 გრ. არაჟანი;
2 ცალი კვერცხი;
200 გრ. კარაქი;
1 ჩაის კოვზი ცოდა ან გამაფხვიერებელი;
მარილი გემოვნებით დაახლოვებით 1 სუფრის კოვზი
2 ჭიქა ფქვილი (200გრ. მოცულობის ჭიქით)
25სმ. დიამეტრის ფორმაში ცხვება 2 ხაჭაპური.


მომზადების წესი:

1. ხაჭო, არაჟანი, სოდა, კვერცხი, მარილი და ფქვილი ერთად მოცომეთ.
2. მზა ცომს დაასხით გამდანარი კარაქი(გამდნარი კარაქი არ უნდა იყოს ცხელი) და შეაზილეთ ისე რომ ერთი მთლიანი ცომი გახდეს.
3. გავყოთ 2 ნაწილად და და ფორაზევე გააბრტყელეთ სველი ხელით.
4. ვაცხობთ ფქვილმოყრილ ფორმაში, ჰაერღუმელში და ასევე შესაძლებელია ზემოდან გაზზე ჩვეულებრივ იმერული ხაჭაპურივით.
რეკომენდირებულია ბავშვებისთვის 1 წლიდან და ზევით...
დალი ბიბას რეცეპტებიდან

14 янв. 2009 г.

ბავშვის კვება Baby food

ვაშლის ბორბლები

2 ვაშლი (მოზრდილი)
1 კვერცხი
100მლ. რძე
1 ჩ.კ შაქარი
1ს.კ ზეთი
5ს.კ. ფქვილი
ვანილი მწიკვი მარილი
შაქრის პუდრში შერეული ცოტაოდენი დარიჩინი
მომზადების წესი:
1. გათლილი ვაშლი დაჭერით მრგვალად, ამოაჭერით გული ასევე მრგვალად.
2. მოამზადეთ ჩვეულებრივი ბლინის ცომი: რძე, კვერცხი, შაქარი, მარილი, ზეთი, ვანილი და ფქვილი .
3. ცომში ამოავლეთ ვაშლის "ბორბლებს" და მოათავსეთ ჩხელ ზეთიან ტაფაზე და შებრაწეთ ორივე მხრიდან.
4. გამზადებულ "ბორბლებს" თეფშზე მოვაყრით შაქრის პუდრს და დარიჩინს გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით თქვენს პატარასთან ერთად!
რეკომენდირებულია ბავშვებისთვის1 წლიდან და ზევით...

ხაჭოს ზარმაცუნები

250 ხაჭო
1 კვერცხი
3ს.კ. (სავსე) ფქვილი
მწიკვი მარილი
მომზადების წესი:
1. ყველაფერი ერთად მოვცომოთ, გავყოთ 2 ნაწილად
2. ძეხვისებურად დავაგრძელოთ და დავჭრათ ფიგურული საჭრელით, თქვენი ფანტაზიის მიხედვით: რომბებად, კუბიკებად, წრეებად და ა. შ.
3. ვხარშავთ მდუღარე წყალში 5 - წუთი. ამოვიღებთ თეფშზე და ცხელ კვერს ვამატებთ კარაქს და არაჟანს გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით თქვენს პატარასთან ერთად!
რეკომენდირებულია ბავშვებისთვის1 წლიდან და ზევით...

დალი ბიბას რეცეპტებიდან