1 мая 2013 г.

სააღდგომო წითელი კვერცხი


საჭირო ინგრედიენტი:
30ც. კვერხცი (სასურველია მკვრივი ნაჭუჭის და მუქი ფერის "სოფლის")
2-3 შეკვრა ენდრო (Modder)
5-10ც. წითელი ხახვის ფურცელი
1 ს.კ. მარილი
1 ს.კ. ძმარი
2 ლ. წყალი
მომზადების წესი:
1. კარგად გავრეცხოთ ენდრო და დავჭრათ წვრილად სეკატორით ან დავჩეჩქვოთ ქვასანაყით. ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ ხახვის ფურცლები,მარილი, წყალი და ძმარი ვადუღოთ 10-15 წუთი. სასურველია საღებავი ერთი დღით ადრე მომზადდეს კვერცხის შეღებვამდე რადგან ფერი კარგად დაჯდეს.
2. ცივ საღებავში ხის კოვზით სათითაოდ ჩავაწყოთ გარეცხილი კვერცხი. როცა ადუღდება განვაგრძოთ ხარშვა 20-25 წუთი.
3. მოხარშული კვერცხი სათითაოდ გადავიტანოთ ცივ წყალში 5 წუთით (ნაჭუჭი რომ ადვილად მოცილდეს).
4. გავამშრალოთ კვერცხი და ზეთიანი ბინტით (თუ ბამბით გააპრიალებთ ბამბის ბუსუსები რჩება კვერცხზე და მშრალი ხელსახოცით გაწმინდეთ) გავაპრიალოთ კვერცხი და ჩავალაგოთ ჯეჯილში ან შემოუწყვეთ პასკას გარშემო.


რჩევა: კვერცხი შეგიძლიათ მოხატოთ ან მორთოთ თქვენი გემოვნებით. ძველად გავრცელებული დეკორაცია იყო ნიახურის ფოთოლი რომელსაც შეღებვამდე უმაგრებდნენ კვერცხს ძაფის გადახვევით.

ქრისტე აღსდგა!



Комментариев нет: